CPDSEC

English
Home ჩვენს შესახებ
About Us

ჩვენს შესახებ

 

ჩვენი მისიაა წინ წამოვწიოთ, მხარი დავუჭიროთ და გავზარდოთ სწავლების ეფექტურობა და სტუდენტური განათლება, წავახალისოთ გაცვლითი პროგრამები სწავლასა და სწავლებაში, ვუზრუნველვყოთ სერვისები და აქტივობები, რომლებიც დაეხმარება ინდივიდუალურ პირებს, დეპარტამენტებს და პროგრამებს რათა შეძლონ იდენტიფიცირება და მიღწევა სწავლების სისტემის საჭირო შედეგს. ცენტრის ამ მიზნის მიღწევას ცდილობს ფაკულტეტის წევრებთან პირდაპირი კონსულტაციის მეშვეობით, წარმოადგენს ვორკშოპებს, სემინარებს და ტრენინგებს დეპარტამენტებთან სხვადასხვა შესწავლისა და სწავლების საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამომდინარე, პარტნიორობით სხვა მხარდამჭერ ოფისებან საგარეო ასისტირებისათვის (საერთაშორისო პროექტები).

 

ამ მისიის შესასრულებლად ცენტრი უზრუნველყოფს კონსულტაციებს, რესურსებს და პროგრამებს იმისათვის, რომ:

●        ხელი შეუწყოს ფაკულტეტის, პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული და ინტელექტუალურ განვითარებას

●        დაეხმაროს ინსტრუქტორებს და აკადემიურ ერთეულებს განავითარონ, დანერგონ და შეაფასონ ინსტრუქციული მიდგომები და მეთოდები.

●        დაეხმაროს ინდივიდუალურ ინსტრუქტორებს შეაფასონ მათი სწავლების ეფექტურობა და სტუდენტების განათლების დონე.

●        მოახდინოს სტუდენტის სწავლების საკითხს ცენტრალიზაცია, რათა მიღწეული იქნას უნივერსიტეტის შესწავლა/სწავლების მიზანი

●        პოპულარიზაცია გაუწიოს ლიდერობის განვითარებას, კურსის დიზაინს, სწავლების მეთოდებს, ვირტუალურ სწავლებას ინტერნეტის მეშვეობით და შეფასებასა და დადგენას

●        განავითაროს მონიტორინგის პროგრამა

●        გასწიოს კოორდინაცია და ხელშეწყობა სწავლების მეთოდების გაუმჯობესებისათვის

●        წარმოადგინოს რესურსების კოლექცია ინოვაციური სწავლებისათვის

●        გაავრცელოს ინფორმაცია ფაკულტეტისათვის, რათა ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესს

●        შეასრულოს ფორუმის როლი განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლისათვის.

●        ფაკულტეტებმა შეაფასონ სწავლის ეფექტურობა და სტუდენტების განათლების დონე.

●        იტრიალოს ფაკულტეტის გარშემო და მათი საჭიროებების მიხედვით გაუწიოს ტექნოლოგიური მხარდაჭერა რათა გააუმჯობესონ კურიკულუმები

 

ცენტრის თანამშრომლებს აქვთ მრჩევლის როლი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც უკავშირდება სწავლებას, სწავლასა და შეფასებას. ისინი ასევე უზრუნველყოფენ პოლიტიკის განვითარებას, როგორიცაა ხარისხის უზრუნველყოფა და გაძლიერება ინფორმაციის, ექსპერტიზისა და ბრიფინგის მასალებით. სწავლებისა და სწავლის ცენტრი პარტნიორობს აკადემიურ ერთეულებტან, ფაკულტეტის წევრებთან და სტუდენტებთან რათა განავითაროს პრაქტიკა და გაცვლითი პროგრამები სწავლებასა და სწავლისათვის, უნივერსიტეტთან. იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას ეფექტური სწავლებისა და სწავლის პრაქტიკის დასაცავად/ადვოკატირებისათვის და კურიკულიმის დაგეგმვისათვის. ცენტრი ახალ ფაკულტეტებს სთავაზობს ტრენინგებს სწავლების ორიენტაციისათვის, ისევე როგორც ლექციებსა და ვორკშოპებს სწავლასა და სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, და ტრენინგებს ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სწავლების გასაუმჯობესებლად. ცენტრი ასევე მონიტორინგის პროგრამის განვითარების პროცესშია.