CPDSEC

English
მასწავლებელთა თრენინგი

ჩვენ ვატარებთ თრენინგებს სწავლებისა და სწავლის ახალ მეთოდოლოგიებში

უნივერსიტეტის აკადემიური თანამშრომელთათვის და ცენტრის მასწავლებელთათვის

Home
სკსგ-ისაქტივობები

სათემო კოლეჯები საერთაშორისო განვითარებისათვის

პარტნიორობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან - 2006-2010

 

შესავალი

სათემო კოლეჯები საერთაშორისო განვითარებისათვის მუშაობდნენ სამინისტროსთან ერთად უმაღლესი პროფესიული და პროფესიული პროგრამების იმპლემენტაციაზე საქართველოში. ამ ინიციატივებმა მიიღეს დაფინანსება USAID, UNDP, NATO ამერიკის საელჩოდან და ასევე კერძო ფონდებიდან. ამ სამუშაოს შედეგები ჩამოთვლილია ქვემოთ. მასწავლებების ტრენინგებისათვის, კურიკულუმების და სახელნძღვანელოების განვითარებისათვის, შეფასებისთვის და მონიტორინგისთვის და ელექტრონული ქსელების განვითარებისათვის დიდი ტექნიკური დახმარება გაწია საქართველოს ტექნიკური უნივესტიტეტის ამერიკულმა პარტნიორმა, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ასევე ექსპერტებმა სხვადასხვა ამერიკული და კანადური სათემო კოლეჯებიდან. როგორც ამერიკაში, კოლეჯები და VET პროგრამები საქართველოში არიან ახლო კავშირში ქართული ბიზნესის სამუშაო ძალის მოთხოვნებთან ყველა რეგიონში.

ზოგიერთი რეზულტატი CCID-ის სამუშაობზე საქართველოში

CCID და მისმა ძირითადმა პარტნიორებმა: განათლების და მეცნიერების სამინისტრომ და პროფესიული განვითარების ცენტრმა  მიიღეს სამუშაო ძალის განვითარების პროექტიდან შემდეგი შედეგები პარტნიორი კოლეჯების ექსპერტების დახმარებით აიოვაში, ილინოისში, ვისკონსინში, ნებრასკაში, კალიფორნიაში, ბრიტანულ კოლუმბიაში:

  • 300+ სტუდენტი ჩაირიცხა ამ 4 ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობაზე გორში: პატარა და დიდი საწარმო, მშენებლობა, სასტუმრო/ტურიზმი და აგრარული ბიზნესი
  • 81 სილაბუსი შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის და VET-სთვის,  რომელიც აკრედიტებული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
  • 100+ სტუდენტი სწავლობს 10 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამით გორში რომელიც შეიქმნა აგროკულტურები და მშენებლობის პროფესიონალებისათვის.
  • შეიქმნა 64 სახელმძღვანელო უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებო და პროფესიული საგანმანათლებლო კურსისთვის  ქართველი ექსპერტების მიერ ამერიკული კურიკულუმის მიხედვით
  • მასწავლებლების დაქირავებისა და ტრენინგების მერე თანამედროვე პედაგოგიკურ მიდგომებში ახალი 115 უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებო და პროფესიული საგანმანათლებლო სამუშაო ადგილი შეიქმნა გორში
  • ტრეინინგი 1200+ მასწავლებლისათვის რუსთავში, ბათუმში, წნორში ახალქალაქში, ზუგდიდსა და თბილისში აქტიურ სწავლაში და შეფასებაში
  • გორში ამუშავდა პირველი უმაღლესი პროფესიული განათლებლის პროგრამის კარიერული ცენტრი
  • 4 ბიზნეს საკონსულტაციო სამუშაო სამსახურში რომელიც აკავშირებს კამპუსის ინსტრუქციებს სამუშაო გარემოსთან
  • მდგრადი და თვითდახმარების სტაჟირება/პრაქტიკის პროგრამა საშუალებას მისცემს უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ სტუდენტებს დასაქმდნენ სამახურებში თავიანთი მიმართულების მიხედვით როდესაც პირველი ჯგუფი დაამთავრებს სწავლებას 2011 წელში
  • გორის პროფესიული განათლების პროგრამის კურიკულუმები და სასწავლო წიგნები იქნნენ გავრცელებულნი  ახალქალაქის, ბათუმის, წნორის და ზუგდიდის მსგავს პროგრამებში
  • კარიერული წინსვლის პროგრამა პილოტირებული იქნა გორის უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებლების მიერ შიდა ქართლის სკოლებში
  • ახალი მეთოდოლოგიები სტუდენტების სწავლის შეფასებაში და საგანმანათლებლო მონიტორინგის რეზულტატები
  • ხელახალი ტრენინგის კურსები შეთავაზებული იქნა გორის პროგრამის მასწავლებლების მიერ  42 სამხრეთ ოსეთიდან დევნილისათვის
  • გორის კოლეჯის ვებგვერდზე არის განთავსებული საპილოტე ბაზა გორის ბიზნესების შესახებ
  • NATO კოლეჯის ცენტრები რომლებიც საქართველოს 5 რეგიონშია განთავსებული ვიდეო კონფერენციებისათვის, დისტანციური განათლებისათვის და პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის
  • ვიდეო სტუდიებმა სხვა რეგიონულ კოლეჯებში დაიწყეს ვიდეოების გადაღება რათა დაეხმარონ სასწავლო პროცესს პროფესიული განათლების ყველა დონეზე
  • გორის პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები იყენებენ სტუდენტების სახელმძღვანელოების და უწყვეტი საგანმანათლებო მატერიალების თანამედროვე ბიბლიოთეკას, მასწავლებლებისათვის რომლებიც ფოკუსირებულები არიან ინოვაციურ სწავებასა და სწავლების მეთოდოლოგიებზე

 

CCID-ის სამუშაო ძალის განათლების მოდელის მხარდაჭერა საქართველოში

ეროვნული გამოცდების წარმატებულად გავლის შემდეგ სტუდენტები მიიღებიან ოთხიდან ერთერთ HPE სპეციალობაზე გორში. ფინანსური დახმარება CCID მასწავლებლების ტრენინგისათვის, კურიკულუმის შექმნისთვის, სასწავლო წიგნების წერისთვის და NATO-ს ქსელისთვის მოვიდა შემდგომი ძირითადი საგრანტო წყაროებიდან

  • სამწლიანი გრანტი აღმოსავლეთ აიოვას სათემო კოლეჯს CCID ის სტარტაპ სამუშაოებისთვის USAID-DC-დან უმაღლესი განათლება განვითარების პროგრამისათვის (HED);
  • გრანტი CCID-სთვის USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების სექციიდან (IESC’s MSE პროგრამის გავლით)
  • 4 წლიანი გრანტი კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან CCID წევრ სელკრიკის კოლეჯს (ბრიტანული კოლუმბია)
  • 2  წლიანი გრანტები საინჟინრო საინფორმაციო ფონდიდან და NATO’ს ქსელის ინფრასტრუქტურის პროგრამიდან, ელექტრონული კურიკულუმის მატერიალების შემუშავებისათვის და ძირითადი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გამართვისათვის
  • გრანტი VET პროგრამის განვითარებისათვის გაეროს განვითარების პროგრამიდან
  • ახალი 2 წლიანი გრანტი ანონსირებულ იქნება 2010 წლის ზამთარში

სამომავლო გეგმები

CCID იმედოვნებს რომ გააგრძელებს მის ახლო კონტაქტს სამინისტროსთან მომავალში.  ჩვენი მთავარი პრიორიტეტები არის რომ გავაძლიეროთ გორის პროგრამის პრაქტიკა და სტაჟირების პროგრამა, გავმართოთ ახალი საკონსულტაციო სერვისები ბიზნესისათვის რათა მთლიანად განვავრცოთ გორის პროგრამა სხვა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში საქართველოს რეგიონებში. სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ ასევე შევქმნით ელექტრონულ კურიკულუმს იმ მიზნით რომ შევქმნათ  ონლაინ დისტანციური საგანმანათლებლო პროგრამის უნივერსიტეტში, HPE, VET და სხვა სასწავლო პარტნიორებს შორის საქართველოში. სათემო კოლეჯები საერთაშორისო განვიათებისათვის  (www.ccid.cc) ხელმძღვანელობს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰალდერი და აქვს მისი საერთაშორისო სათაო ოფისი კიკვუდის სათემო კოლეჯის კამპუსში რომელიც მდებარეობს  Cedar Rapids, აიოვა, აშშ. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ქართველ ან ამერიკელ პროექტის დირექტორებს, ლალი ღოღელიანს (  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) და არდიტ მანეის (  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) ან  CCID ჯონ ჰალდერს (  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ).

 

ქართული სამუშაო ძალის განვითარება

"სამუშაო ძალის განათლება და განვითარება საქართველოსთვის" არის ინოვაციური კერძო/საჯარო პარტნიორობის პროგრამა რომლის მიზანია განათლების, თრენინგის და დამხმარე სერვისების მიწოდება ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის საქართველოს რეგიონებში

მეტის წაკითხვა

გორის სათემო კოლეჯი

გორის უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ბიზნეს ადმინისტრირებაში

ონლაინ ვიდეო მასალები

Sample image

ცენტრის ტრენერების მიერ ჩატარებული სემინარები სხვადასხვა უნივერსიტეტის მასწავლებელთათვის

Moodle სისტემა

Sample image

Moodle-ს კურსის მენეჯმენტის სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის

ათასწლეულის პროექტი

MCG-Logo

2014წ. 2 მაისს, აგს-საქართველო აცხადებს პროექტების მიღებას საკონსულტაციო სერვისებზე

NATO-ს სტუდია

NATO-ს გრანტით, ცენტრმა ჩამოაყალიბა ვიდეო სტუდია, რათა განვახორციელოთ ვიდეო კონფერენციები მოშორებულ რეგიონებში, შევქმნათ საგანმანათლებლო ვიდეო მასალები და ხელი შევუწყოთ პარტნიორ კოლეჯებს შორის საგანმანათლებლო ქსელის განვითარებას.