CPDSEC

  • narrow screen resolution
  • wide screen resolution
  • Decrease font size
  • Default font size
  • Increase font size
Home Projects Pending Projects Translation-Adaptation & Publication of the First Year Curriculums & Textbooks for the Professional Centers (MES, CCID USA, GTU-) (GEO)
Translation-Adaptation & Publication of the First Year Curriculums & Textbooks for the Professional Centers (MES, CCID USA, GTU-) (GEO)

1. სამთო საქმე;2. ფერადი მეტალურგია;3. საწარმოო მანქანა-დანადგარებისა და ავტოტრანსპორტის რემონტი. 
უცხოელი პარტნიორები პროექტის ფარგლებში შექმნიან ჭიათურის ადგილობრივი თემის მიერ არჩეული ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალობების სასწავლო პროგრამებს, საგნების სილაბუსებს და სახელმძღვანელოებს ინგლისურ ენაზე, ჩაატარებენ თრეინინგებს მასწავლებელთა გადამზადების სფეროში (კურიკულუმებისა და სილაბუსების შექმნა, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიები, კარიერის ცენტრების შექმნა, დასაქმების ბაზრის კვლევის ტექნიკა, დაფინანსების წყაროების ძიების ხელოვნება და ა. შ. ).     ქართული მხარე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) დაგეგმავს და წარმართავს სასწავლო პროცესს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული პროგრამებით, სახელმძღვანელოებითა და ტექნოლოგიებით.  მაგრამ, აღნიშნულს, სერიოზულ პრობლემას უქმნის გარემოება, რომელიც უცხოელი კოლეგების მიერ შემოთავაზებული მასალების ქართულ ენაზე თარგმნისა და ადაპტაციის აუცილებლობაში მდგომარეობს.     გამოსავლის ძიების პროცესში უცხოელი და ქართველი პარტნიორები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ იდეაზე, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: ამერიკული მხარე, კოლეჯის მეორე-მესამე კურსების (ორი წლის) პროგრამებს (სპეციალობების კურიკულუმებს, საგნების სილაბუსებსა და სახელმძღვანელოებს) შექმნის ინგლისურ ენაზე, ჩაატარებს თრეინინგებს მასწავლებლების გადამზადების სფეროში (კურიკულუმებისა და სილაბუსების შექმნა, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიები, კარიერის ცენტრების შექმნა, დასაქმების ბაზრის კვლევის ტექნიკა, დაფინანსების წყაროების ძიების ხელოვნება და ა. შ. ).     ამ შემთხვევაში, ქართული მხარის მოვალეობაში შევა მეორე და მესამე კურსის საგნების დანერგვა სასწავლო პროცესში, რისთვისაც გათვალისწინებულია(ისევე როგორც გორის შემთხვევაში) კონკურსის გზით შერჩეული ქართველი მასწავლებლებისა და ამერიკელი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელნიც ჯგუფებში მომუშავე სპეციალობის მცოდნე თარჯიმნების საშუალებით შეძლებენ საგნების ინგლისურენოვანი სილაბუსებისა და სალექციო კონსპექტების ადაპტაციას, მათი ქართული საპილოტო ვარიანტების შექმნასა და ვარიანტების გამრავლებას ქსეროქსის საშუალებით. სწორედ ეს გახლავთ ქვეპროგრამის მიზანი, რომლის დაფინანსებისა და განხორციელების შემთხვევაში სრულად იქნება შესაძლებელი ქ. ჭიათურის სათემო კოლეჯის სრულფასოვანი ფუნქციონორება სამი წლის განმავლობაში, სასწავლო პროცესის წარმოების თვალსაზრისით.