პროექტი PRINTeL- ის ფარგლებში ჩატარდება სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული შემდეგი სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსები
5 მარტი, 2019
ლაშა ტატულაშვილი
პროექტი PRINTeL- ის ფარგლებში ჩატარდება სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული შემდეგი სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსები
თრენინგები
მეგობრებო
გაცნობებთ, რომ სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრში, უახლოეს დღეებში, პროექტი PRINTeL- ის ფარგლებში ჩატარდება სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული შემდეგი სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსები:
1. ვიდეო სწავლება, როგორც სწავლების საშუალება მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, ვიდეო ლექციების საკლასო ოთახში გამოყენებით6 და 7 მარტი, 16:00 სთ., სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (კოსტავას ქ. #68, სტუ-ს I კორპუსი (გალერეა "უნივერსი")).
ტრენერები:
- ასოც. პროფ. დალი სეხნიაშვილი (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
- ასოც. პროფ. ნათია ქოჩლაძე (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი)
2. გაძლიერებული სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მობილური სწავლება თამაშის ელემენტების გამოყენებით6, 7 და 9 მარტი, 14:00 სთ., სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (კოსტავას ქ. #68, სტუ-ს I კორპუსი, აუდიტორია #227).ტრენერები:
- ასოც. პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძე (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი)
- ასოც. პროფ. თამარ ლოლაძე (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი)
3. აქტიური სწავლება შებრუნებული სწავლების პრინციპით
12, 13 მარტი. 10:00 სთ., სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (კოსტავას ქ. #68, სტუ-ს I კორპუსი, აუდიტორია #227).
14, 15 მარტი. 15:00 სთ., სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (კოსტავას ქ. #68, სტუ-ს I კორპუსი, აუდიტორია #227).
ტრენერები:
- ასოც. პროფ. მანუჩარ შიშინაშვილი (სამშენებლო ფაკულტეტი)
- ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი)
მსურველებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ
ტრენინგების დაწყებამდე.