პროექტი PRINTeL: ტრენინგ-კურსები აკადემიური პერსონალისთვის
6 იანვარი, 2017
ლაშა ტატულაშვილი
სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრი აკადემიურ პერსონალს/სწავლებაში ჩართულ პირებს სთავაზობს სტუ-ს ინოვაციების ცენტრის მიერ, პროექტ PRINTel-ის ფარგლებში მომზადებულ შემდეგ ტრენინგ-კურსებს
თრენინგები
სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრი აკადემიურ პერსონალს/სწავლებაში ჩართულ პირებს სთავაზობს სტუ-ს ინოვაციების ცენტრის მიერ, პროექტ PRINTel-ის ფარგლებში მომზადებულ შემდეგ ტრენინგ-კურსებს:
- აქტიური სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
- აქტიური სწავლება შებრუნებული სწავლების პრინციპით;
- ჰიბრიდული/შერეულისწავლა/სწავლება;
- გაძლიერებული სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მობილური სწავლება თამაშის ელემენტების გამოყენებით;
- ვიდეო სწავლება, როგორც სწავლების საშუალება მასწავლებელთა და სტუდენტებისთვის, ვიდეო ლექციებისსაკლასო ოთახში გამოყენებით;
პროექტი PRINTeL
„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“
Erasmus+ KA2 (CBHE PROJECT# No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP)
სწავლისა და სწავლების ინოვაციური პრაქტიკების დანერგვა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში; საერთო ვირტუალური პლატფორმის შექმნა, ღია აკადემიური რესურსების გამოყენებისა და გაზიარების მიზნით; სასწავლო ვიზიტების, საინფორმაციო სემინარების და კონფერენციების ორგანიზება პარტნიორ ქვეყნებში; პროექტის შედეგებისა და მასალების გავრცელება;
ამასთან, ცოდნის გაცვლა და გადაცემა, ნოუ-ჰაუების და წარმატებული პრაქტიკების გაზიარება ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს პროექტის მიზნების განსახორციელებლად.
პროექტის ამოცანები:
- აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ცენტრის გაძლიერება პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში ლექტორებისა და ტრენერების შესაძლებლობების ზრდის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, აკადემიური პერსონალის ინოვაციური ტრეინინგების და აკადემიური ლიდერობის პროგრამების საშუალებით;
- პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების ზრდა მათი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის, კომპეტენციებსა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებით;#mce_temp_url#
- სწავლებისა და სწავლის ვირტუალური აკადემიის (VATL), როგორც მასწავლებლების, პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო საზოგადოების შექმნა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ღია აკადემიური რესურსების (OER) გამოყენებითა და გაზიარებით, ინოვაციური და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლისა და სწავლების განვითარების მიზნით;
- ინოვაციური და ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლის მეთოდების და ტიპების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საუკეთესო პრაქტიკების გავრცელება უნივერსიტეტებს შორის, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან.
ნიკოლოზ აბზიანიძე:
ნათია ქოჩლაძე, დალი სეხნიაშვილი:
მანუჩარ შიშილაშვილი, ბორის გითოლენდია: